Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, ციხანოუსკაია ვაშინგტონშია ვიზიტად


სვიატლანა ციხანოუსკაია ვაშინგტონის ცენტრში ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 18 ივლისი, 2021 წელი
სვიატლანა ციხანოუსკაია ვაშინგტონის ცენტრში ბელარუსული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 18 ივლისი, 2021 წელი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია აშშ-ში იმყოფება ვიზიტად. ამ ქვეყანამ, ისევე როგორც სხვა არაერთმა სახელმწიფომ დასავლეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე შარშან აგვისტოში, ციხანოუსკაიას მეტოქე ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ აღიარა გამარჯვებულად და ბელარუსის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად.

ვიზიტის დროს ციხანოუსკაია შეხვდება აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე კონგრესმენებსა და სენატორებს.

თვითონ ციხანოუსკაია იმის მომხრეა, რომ აშშ-მა ითამაშოს შუამავლის როლის მინსკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

ის მოუწოდებს ვაშინგტონს, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმისგან რეპრესიებს განიცდის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ციხანოუსკაია აღნიშნავს, რომ სურს „მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მიაპყროს ყურადღება ბელარუსისკენ, თუმცა მესმის, რომ მსოფლიოში სხვა ბევრი პრობლემაა. მაგრამ ჩვენ ვიბრძვით ფასეულობებისთვის, რომლებიც საერთოა ყველგან, და მსურს, რომ ამერიკა იყოს ლიდერი ამ ბრძოლაში“.

რუსეთთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ კრემლი ახლა ლუკაშენკას რეჟიმს უჭერს მხარს, თუმცა, მისი სიტყვებით, მისი „მომხრეები მიესალმებოდნენ, თუ რუსეთი იქნებოდა ერთ-ერთი შუამავალი ბელარუსის კრიზისის მოგვარების პროცესის ორგანიზებაში.

კვირას ციხანოუსკაია ვაშინგტონის ცენტრში შეხვდა ბელარუსული დიასპორის ასეულობით წარმომადგენელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG