Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე აქცია გაიმართა


5 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად ბათუმის ბულვარში აქცია გაიმართა. მოქალაქეები სასტუმრო შერატონთან შეიკრიბნენ, სადაც კონფერენცია 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.

აქციის მონაწილეები ბათუმშიც მდუმარედ მართავენ აქციას. მათ წინ რამდენიმე ათეული პოლიციელის კორდონია.

"არა ძალადობას"; "ჰომოფობია კლავს"; "დემოკრატია საფრთხეშია" - ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილები ევროპიდან ჩამოსული მაღალჩინოსნების მიმართ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები.

5 ივლისს "ღირსების მარშის" ნაცვლად თბილისის ცენტრალური ქუჩები ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე. ჯამში, მინიმუმ 55 ადამიანია დაშავებული, მათ შორის - 53 ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG