Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის კიდევ ერთმა წევრმა, ალექსანდრ სოფეევმა, დატოვა და საქართველოში აპირებს წასვლას


შუაში ალექსანდრ სოფეევი
შუაში ალექსანდრ სოფეევი

პანკ-ჯგუფ „Pussy Riot“-ის წევრმა, ალექსანდრ სოფეევმა, მორიგი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ რუსეთის ტერიტორია დატოვა. ვერონიკა ნიკულიშინას შემდეგ, სოფეევი ამ ჯგუფის მეორე წევრია, რომელიც მუდმივი დევნის გამო იძულებული გახდა რუსეთიდან წასულიყო.

გამოცემა „ღია მედიის“ ცნობით, ალექსანდრ სოფეევმა ე.წ. სპეცმიმღების განყოფილება 19 ივლისს დატოვა, რის შემდეგად მას აედევნა პოლიციის ოთხი ავტომობილი.

„თუ არჩევანი მიდგება მეორეჯერ მშვენიერ სპეცმიმღებში ყოფნასა და ზღვის სანაპიროზე დასვენებას შორის, მე ამ მეორე ვარიანტს მივემხრობი“, - უთხრა „ღია მედიას“ სოფეევმა, რომელმაც რუსეთიდან დროებით წასვლა გადაწყვიტა.

ალექსანდრ სოფეევი, მისი თქმით, რუსეთიდან მასზე ადრე წასულ, ვერონიკა ნიკულიშინასთან შეხვედრას და საქართველოში გამგზავრებას გეგმას.

19 ივლისს Pussy Riot-ის წევრმა, რეჟისორმა ანა კუზმინიხმა სპეცმიმღებიდან გამოსვლის შემდეგ განცხადა, რომ ქვეყნის დატოვება მასაც განზრახული აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG