Accessibility links

site logo site logo

ქემოკლიძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად არველაძის დასახელება ჯერ გადაწყვეტილი არ არის


არჩილ არველაძე

ვეტერანი ფეხბურთელის არჩილ არველაძის თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ შეკითხვას უპასუხა „პალიტრანიუსის" ეთერში კახა ქემოკლიძემ, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, ქემოკლიძე პასუხობს: „ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ".

პოლიტიკოსმა დაამატა, რომ განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მან არჩილ არველაძის შესახებაც ილაპარაკა: „მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება". მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი ძალა, მათ შორის, კახა კალაძისთვის.

თბილისის მოქმედი მერი მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაასახელა დედაქალაქის მერობის კანდიდატად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG