Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი იცავს აშშ-თან მიღწეულ შეთანხმებას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე. „უკრაინისთვისაც კარგიაო“, - ამბობს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში დაიცვა აშშ-თან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად ვაშინგტონი არ შეუშლის ხელს სადავო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს, რასაც მკვეთრად აკრიტიკებდა აშშ-ის როგოც ამჟამინდელი, ისე წინა ადმინისტრაცია.

ეს შეთანხმება „კარგია უკრაინისთვის“, - განაცხადა 22 ივლისს ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრის დროს ანგელა მერკელმა, რომელიც თავიდანვე უჭერდა მხარს ევროპასთან დამაკავშირებელი რუსეთის გაზსადენის პროექტს.


ტრადიციულ საზაფხულო პრესკონეფერენციაზე გერმანიის კანცლერმა პრაგმატული უწოდა გაზსადენის მშენებლობის დასრულების თაობაზე ვაშინგტონთან მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „კარგ ნაბიჯს“, მაგრამ ანგელა მერკელმა დასძინა, რომ ბოლომდე ვერ მოხერხდა მხარეებს შორის ყველა უთანხმოების გადალახვა.

გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ვაშინგტონთან შეთანხმების იმ მუხლზე, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა ენერგომატარებლები არ უნდა გამოიყენოს „იარაღად“ და უნდა შენარჩუნდეს უკრაინის, როგორც ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყნის, როლი. მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის საზიანოდ მოსკოვის შესაძლო ქმედებებზე რაგირებისთვის ყოველთვის გამოიძებნება ახალი სანქციები, რომლებიც „ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია“.

გაზსადენის პროექტს კონგრესში ძლიერი ორმხრივი წინააღმდეგობა ხვდება, ისევე, როგორც უკრაინასა და პოლონეთში, რომლებიც შიშობენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" ძირს გამოუთხრის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. გაზსადენს ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციაც, თუმცა აცხადებს, რომ პროექტს სანქციები არ შეაჩერებს.

11 მილიარდი დოლარის ღირებულების მილსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მილსადენმა რუსეთის გაზი ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით, დასავლეთის ბაზარზე უნდა ჩაიტანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG