Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა


ბორის ჩოჩიევი
ბორის ჩოჩიევი

ვლადიკავკაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ბორის ჩოჩიევი. 64 წლის ჩოჩიევი COVID - 19-ით იყო დაავადებული. ოსური მედიის ცნობით, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დროს არაერთი დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს იგი ხელმძღვანელობდა ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს; იყო განსაკუთრებულ საკითხთა მინისტრი; ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს; 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, იგი მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG