Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა


ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა „ერიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკა მელია. მან ონლაინმიმართვაში თავად თქვა, რომ იქნება მერობის კანდიდატი.

„მე არასოდეს შემშინებია ბრძოლის და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული სიმამაცით გამოვირჩევი, არავითარ შემთხვევაში, არ შემშინებია იმიტომ, რომ ვიცი, მართალი ბრძოლა გამარჯვებით სრულდება. სწორედ, ეს მეხმარება ამ ბრძოლაში, რადგან ვიცი, ასევე, რომ ბოროტს საბოლოო ჯამში სძლევს კეთილი", - თქვა ნიკა მელიამ ონლაინ მიმართვის დროს.

მელია ამბობს, რომ დღეს პომპეზურობის ადგილი არ არის: „ვდგავარ თქვენ წინაშე უბრალოდ დფა მარტვივად. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ მივცემ თავს პომპეზურობის უფლებას".

როგორც ნიკა მელია აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა" თბილისში არც ერთ რაიონში არ დაასახელებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს.

„ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის სახელით ვაცხადებ, რომ ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG