Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ბაიდენი მხარს უჭერს ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, პრეზიდენტებმა  სატელეფონო საუბარი გამართეს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, შეხვედრა გამართეს თეთრ სახლში 25 ივნისს, 2021 წელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ, შეხვედრა გამართეს თეთრ სახლში 25 ივნისს, 2021 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან სატელეფონო საუბარი გამართა 23 ივლისს და აგრძელებს ომით გახლეჩილი ქვეყნის ლიდერის მხარდაჭერას მიუხედავად თალიბების მოწოდებისა, რომ მისი გადაყენება მშვიდობას მოიტანს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი და ადმინისტრაცია მხარს უჭერენ ავღანელი ხალხის ხელმძღვანელობას, მათ შორის აშრაფ ღანის, რომელთან აშშ-ის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარიც იგეგმებოდა დღეისთვის.

ბოლო კვირებში თალიბებმა დაიკავეს ავღანეთის დიდი ტერიტორიები და სასაზღვრო გამშვები პუნქტები იმ დროს, როცა აშშ-ის და საერთაშორისო ძალები ავღანეთს ტოვებენ, რასაც ახლავს მზარდი შეშფოთება, რომ ქაბულის მთავრობა შეიძლება დაეცეს. AP-ს მოჰყავს თალიბანის წარმომადგენლის, სუჰალ შაჰინის მოსაზრება, რომელიც მან თქვა 23 ივლისის ინტერვიუში. შაჰინის თქმით, თალიბები იარაღს დაყრიან, როცა ქაბულში იქნება შეთანხმებული მთავრობა, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღებია, ხოლო ღანის მთავრობა წავა.

„მინდა განვმარტო, რომ ხელისუფლების მონოპოლიზებისა ჩვენ არ გვჯერა, რადგან ყველა მთავრობა, რომელიც შეეცადა ხელისუფლების მონოპოლიზებას ავღანეთში წარსულში, არ იყო წარმატებული“, თქვა შაჰინმა, რომელიც ჩანს, თალიბანის ხუთწლიან მმართველობასაც გულისხმობდა და დასძინა, რომ „არ გვსურს ასეთი ფორმულის გამეორება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG