Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაბლოკეს ნავალნის ვებსაიტი


რუსეთის მედიის ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა დაბლოკა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვებსაიტი, რაც წარმოადგენს ნაწილს ხელისუფლების მზარდი ზეწოლისა მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, 19 სექტემბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ.

ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა (FBK) 26 ივლისს ტვიტერით დაწერა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ასევე დაბლოკოს ე.წ. Smart Voting-ის სისტემა, რომელიც ნავალნის გუნდმა არჩევნებამდე შეიმუშავა, მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" დამარცხების მიზნით.

როსკომნადზორი აცხადებს, რომ საიტი 15 ივლისს დაიბლოკა, გენერალური პროკურორის თხოვნით. უწყების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ვებსაიტი, navalny.com, შეიცავდა "მოწოდებებს მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული აქტივობისა და მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, არსებული წესების დარღვევით".

XS
SM
MD
LG