Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსიდან გაქცეული დისპეტჩერი, შესაძლოა, საქართველოში წასულიყო


ავიადისპეტჩერი ოლეგ გალეგოვი, რომელმაც 23 მაისს მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, - ბელარუსიდან გაუჩინარების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში წასულიყო.

ამის შესახებ გამოცემა „ნაშა ნივას“ უამბო გალეგოვის ერთ-ერთმა კოლეგამ. ოლეგ გალეგოვი - ეთნიკური ქართველია, ის მინსკში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მისი კოლეგის ვარაუდით, გალეგოვი საქართველოში ნათესავებთან გაემგზავრა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა ბელარუსი ოჯახთან ერთად ივლისის დასაწყისში დატოვა და საკუთარი გეგმების შესახებ კოლეგებისთვის არაფერი უცნობებია.

23 მაისს, ბორტზე ბომბის არსებობის ყალბი შეტყობინების საფუძველზე, სწორედ ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკის აეროპორტში დაშვება.

ლაინერში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს დამფუძნებელი რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა. მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG