Accessibility links

site logo site logo

რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ზრდასრული მოსახლეობის 100%-ის აცრას ითხოვს


რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა, რამზან კადიროვმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია COVID-19-ის ვაქცინით რესპუბლიკის ზრდასული მოსახლეობის სრულად აცრა.


სხდომაზე აღინიშნა, რომ ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა 60%-მდე შეასრულა ჩეჩნეთის 11-მა რაიონმა, რაც 356 ათას ადამიანს შეადგენს.

„ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ 60%-ის ზღვარზე, არამედ უნდა ავცრათ მთელი ზრდასრული მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით მე დავავალე, რომ შემოწმდეს, გაიარეს თუ არა იმუნიზაცია ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გასულმა მცხოვრებლებმა“, - განაცხადა კადიროვმა.


ოპოზიციური ტელეგრამის არხი „1 ადათი“ ამტკიცებს, რომ ჩეჩნეთში მანქანის ჩამორთმევა ემუქრება აუცრელ მძღოლებს, ხოლო სახელმწიფო სამსახურში მყოფ პირებს ავალებენ, რომ ასაცრელად მიიყვანონ გარკვეული რაოდენობის ხალხი. ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მასწავლებელმა გამოცემას უამბო, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის გამო იგი იძულებული გახდა, აცრილიყო.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩეჩნეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი ლიდერია რუსეთის სუბიექტებს შორის.

26 ივლისის მონაცემებით, ჩეჩნეთში პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 15342 ადამიანი, 283 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG