Accessibility links

site logo site logo

რუსეთის მედიის საზედამხედველო ორგანომ ნავალნის ვებსაიტი დაბლოკა


ანტიკორუფციული ფონდის დამაარსებელი, საპატიმროში მყოფი, ალექსეი ნავალნი თავისუფალი ინტერნეტის მხარდამჭერთა შეხვედრაზე. 2018 წელი

19 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში, ხელისუფლების მიერ მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაფართოებული თავდასხმების ჩარჩოებში, რუსეთის მედიის საზედამხედველო ორგანომ, "როსკომნადზორმა", პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვებსაიტი დაბლოკა.

ნავალნის ანტი-კორუფციულმა ფონდმა 26 ივლისს ტვიტერში დაწერა, რომ ხელისუფლებამ, სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, შესაძლოა, ასევე დაბლოკოს ვებსაიტი ნავალნის გუნდის მიერ შემუშავებული „ხმის მიცემის ჭკვიანი“ სისტემისა, რომლის მიზანია მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის", დამარცხება.

როსკომნადზორის რეესტრი გვამცნობს, რომ საიტი 15 ივლისს დაიბლოკა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.

საზედამხედველო ორგანოს თანახმად, ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ საიტი - navalny.com - "გამოდის მოწდებით მასობრივი არეულობისკენ, ექსტრემისტული მოქმედებების განხორციელებისა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ, რომლებიც დადგენილი წესების რეგულაციების დარღვევით ტარდება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG