Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. სააგენტო „რეს"-ის ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო 26 ივლისსაც, როდესაც 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 536 პაციენტი იმყოფება.

25 ივლისს ცხინვალში დაკრძალეს კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიტიკოსი ბორის ჩოჩიევი. სააგენტო რესის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მისი დაკრძალვის ცერემონიალზე პირბადეები არც ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც იქ შეკრებილ მოქალაქეებს არ ეკეთათ.

ვაქცინაციის ტემპი დე ფაქტო რესპუბლიკაში ისევ დაბალია. ინფექციური საავადმყოფოს კოვიდგანყოფილება კი გადატვირთული. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა, საიდანაც 3589 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG