Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვართან ცეცხლის გახსნაში


დღეს დილით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 03:40 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები თავს დაესხნენ სომხეთის პოზიციებს საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანაკარგი აქვს ორივე მხარეს, თუმცა, მონაცემები ჯერ დაზუსტებული არ არის. სომხეთი სიტუაციის გამწვავების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაახლოებით 00:50 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღით და ნაღმმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაცხრილვა ქელბაჯარის რაიონში, რასაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ადეკვატური ზომებით უპასუხეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის თავდასხმის შედეგად დაჭრილია ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციის გამო სრულ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

2020 წლის ნოემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული რაიონების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG