Accessibility links

site logo site logo

გრიგორი კარასინი: რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს


გრიგორი კარასინი


რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს.

„მზად ვართ ეს [ავია მიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

რუსული სააგენტო TASS-ის თანახმად, კარასინი ასევე იმედოვნებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძეს პირისპირ შეხვდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო აბაშიძე-კარასინის წინა ორი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მანამდე კი საქართველოსა და რუსეთსი წარმომადგენლები ერთმანეთს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ხვდებოდნენ.
თუმცა, გრიგორი კარასინის სიტყვებით, მომავალი შეხვედრის ადგილი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG