Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის საგანგებო სამეთვალყურეო სამსახური აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობის არსებობას თალიბანის წინსვლით საფრთხე ექმნება


ავღანეთის მასშტაბით თალიბანის იერიში სულ უფრო უქმნის „საარსებო კრიზისს“ ავღანეთის მთავრობას ქაბულში აშშ-ის ჯარის ქვეყნიდან გასვლის ფონზე, რაც უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლოს, წერია აშშ-ის კონგრესისთვის ანგარიშში, რომელიც მოამზადა ავღანეთის აღდგენის საკითხებში საგანგებო გენერალურმა ინსპექციამ (SIGAR). ყოველკვარტალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაშინგტონსა და თალიბანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც დაიდო 2020 წლის თებერვალში, უნდა მოჰყოლოდა ქაბულის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკება, მაგრამ მას შემდეგ, ამის ნაცვლად, გაძლიერდა საომარი მოქმედება, რომელსაც მოუმზადებელი შეხვდა ავღანეთის არმია და გაიზარდა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. დოკუმენტის თანახმად, თალიბების თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ სამ თვეში, 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე, ორჯერ გაიზარდა.

ჩიხში შესული მოლაპარაკების ფონზე აშშ-ის ჯარები აგრძელებენ ავღანეთიდან გასვლას, რაც 31 აგვიტოს უნდა დასრულდეს. აშშ-ის არმიის და ნატოს მონაცემებზე დაყრდნობით, SIGAR-ი თავის ანგარიშში იტყობინება, რომ მკვეთრად გაიზარდა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა. შარშანდელი წლის პირველი კვარტალთან შედარებით მესამე კვარტალში გაორმაგდა დაღუპულ სამოქალაქო პირთა რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG