Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განლაგების იდეა წამოაყენა


სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეებისა და მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკერულების ორგანიზაციის (ОДКБ) დამკვირვებლების განთავსებაში მდგომარეობს.

ფაშინიანის თანახმად, საზღვრიდან სომეხი და აზრებაიჯანელი მესაზღვეების "სარკისებული გასვლა" და სოტკიდან ზოხნავარამდე რუსი მესაზღვეების განთავსება, „შესაძლებლობას იძლევა „სამხედრო შეტაკების რისკის გარეშე მოხდეს საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია“.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ კრემლში ინფორმირებული არიან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციით და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღსადგენად ერევანსა და ბაქოს მოსკოვმა თავისი დახმარება შესთავაზა.

„რუსეთი აგრძელებს კონტაქტებს სომხეთთან, რათა სრულად მოხდეს სამმხრივი შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა. სხვას ვერაფერს დავამატებ“, - დასძინა პესკოვმა.

აზერბაიჯანი და სომხეთი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებს. ერევანში აცხადებენ, რომ საპასუხო მოქმედების შედეგად, დილის 7 საათისთვის სროლა შეწყდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში სომხეთს ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მისი ინფორმაციით, სომხეთის არმიის ქვედანაყოფებმა ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით მიიტანეს იერიში აზერბაიჯანელ სამხედროებზე, რომლებმაც შეტევა საპასუხო ცეცხლით მოიგერიეს. მსხვერპლის შესახებ არცერთი მხარე არაფერს იუწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG