Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სპექტაკლ „პირველ პურს“ და ლია ახედჯაკოვას ვეტერანთა შეურაცხყოფისთვის შეამოწმებს


მსახიობი ლეია ახედჯაკოვა
მსახიობი ლეია ახედჯაკოვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკის“ ერთ-ერთ სპექტაკლს შეამოწმებს, - ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში, რომელშიც სპექტაკლის სახელწოდება დასახელებული არ არის. ოფიცილურ ინფორმაციაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ სპექტაკლმა „საზოგადოების ნეგატიური რეაქცია“ გამოიწვია, რადგან „მსახიობები იყენებენ არა მხოლოდ არანორმატიულ ლექსიკას, არამედ, ზოგიერთი პირის აზრით, იგი დიდი სამამულო ომის ვეტერანებს შეურაცხყოფს.“

გასულ კვირაში, რუსეთის საზოგადოებრივმა მოძრაობა „რუსეთის ოფიცრებმა“, გენერალურ პროკურატურასა და მოსკოვის მერიაში თეატრ „სოვრემენნიკის“ სპექტაკლ „პირველი პურის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული სპექტაკლი „უკიდურეს უპატივცემულობას ამჟღავნებს სამშობლოს დამცველებისადმი“, მასში „გადაჭარბებულად“ არის გამოყენებული „არანორატიული ლექსიკა“ და ადგილი აქვს ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის „დაუფარავ პროპაგანდას“.

ორგანიზაციის წევრები ასევე ამტკიცებენ, რომ ვეტერანთა შეურაცხყოფას შეიცვას სპექტაკლის მთავარი გმირი ქალის მონოლოგი, რომელსაც ამ როლის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი, ლია ახედჯაკოვა, კითხულობს.

„ვეტერანთა უფლებების დაცვისა და ასევე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა თაობის ხსოვნის საკითხი, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს“, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობაში.

სპექტაკლი „პირველი პური“ რინატ ტაშიმოვის პიესის მიხედვით თეატრ „სოვრემენნიკში“ პოლონელმა რეჟისორმა ბენიამინ კოცმა დადგა.

„რუსეთის ვეტერანთა“ მოძრაობის ხელმძრვანელმა, ვიქტორ რიჟკოვმა განაცადა, რომ თეატრ „სოვრემენნიკის“ ხელმძღვანელმა და სპექტაკლ „პირველი პურის“ პოლონელმა რეჟისორმა ბოდიში უნდა მოიხადონ, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელ, ლია ახედჯაკოვას, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდებ უნდა ჩამოერთვას.

კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ლია ახედჯაკოვას უწოდებენ ყველა ჯურის „ჰომოსექსუალ და ლესბო ადამიანების ქომაგს“, რომელიც „ყირიმს არ მიიჩნევს რუსეთის შემადგენელ ნაწილად.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG