Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში „ოცნებამ“ მერობის კანდიდატად დაასახელა ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი


ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყველა ქალაქში პარტიის მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მერობის კანდიდატად დაასახელა 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG