Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: „სუს-ი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურება ქვეყანას“


1 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გაიმართა საჩვენებელი წვრთნა, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები დაისწნენ.

საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მიულოცეს.

„თითოეულ თანამშრომელს მინდა გულწრფელად მივულოცო დღევანდელი დღე. მოგეხსენებათ, რომ 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მინდა, თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა მათი პროფესიული საქმიანობისთვის, სამსახურისთვის. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ და დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაარსდა ექვსი წლის წინ, 2015 წლის 1 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG