Accessibility links

site logo site logo

პოლონეთმა ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ ციმანოუსკაიას


კრისცინა ციმანოუსკაია ტოკიოში, პოლონეთის საელჩოში, 2012 წლის 2 აგვისტო

პოლონეთი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ვიზა გამოუყო ბელარუს ოლიმპიელ სპრინტერს, კრისცინა ციმანოუსკაიას და "ყველა შესაძლო დახმარებას" გაუწევს 24 წლის სპორტსმენს, რომელიც ცდილობს თავიდან აირიდოს ტოკიოდან მინსკში იძულებითი დაბრუნება, მას შემდეგ, რაც სავარაუდო კონფლიქტი შეექმნა ბელარუსის ხელისუფლებასთან.

თვითმხილველებმა ნახეს, რომ ციმანოუსკაია 2 აგვისტოს პოლონეთის საელჩოში შევიდა, მას შემდეგ, რაც მან იაპონიის და საერთაშორისო ძალებს დახმარებისკენ მოუწოდა საიმისოდ, რომ არ დაეშვათ მისი იძულებითი გამგზავრება თვითმფრინავით და ღამის ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში გატარება. ციმანოუსკაიამ შეშფოთება გამოთქვა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას შესაძლოა დააპატიმრონ, რადგან სოციალური მედიით გააკრიტიკა თავისი ეროვნული ნაკრების მწვრთნელები.

შექმნილ ვითარებას და საპასუხო საერთაშორისო ძალისხმევას დადებითად გამოეხმაურა ბელარუსში აშშ-ის ელჩი, ჯული ფიშერი - რომლის ქვეყანაც ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ალიაქსანდრ ლუკაშენკას ავტორიტარული რეჟიმისა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის და პროდემოკრატიული ძალების საწინააღმდეგო რეპრესიების გამო. ბელარუსში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 2020 წლის, კამათის საგნად ქცეული არჩევნების შემდეგ, რომლითაც ლუკაშენკას კიდევ ერთხელ მიანჭეს გამარჯვება და რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG