Accessibility links

site logo site logo

IRI-ის კვლევა: მერების მუშაობით სრულად კმაყოფილია მოსახლეობის 10 პროცენტი


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად კმაყოფილია მერების მუშაობით, ვიდრე უკმაყოფილო. კვლევა ორგანიზაციამ დღეს, 2 აგვისტოს გამოაქვეყნა.

კვლევის მონაცემებით:

  • სრულად კმაყოფილია - 10%;
  • გარკვეულწილად კმაყოფილია - 47%;
  • გარკვეულწილად უკმაყოფილოა - 21%;
  • სრულად უკმაყოფილო - 15%;
  • უარი პასუხზე - 7%.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტად კმაყოფილები მერის მუშაობით სამცხე-ჯავახეთში არიან (69%), ყველაზე ნაკლებად კმაყოფილები - მცხეთა-მთიანეთში (27%).

გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.

მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG