Accessibility links

site logo site logo

ღარიბაშვილი IRI-ის კვლევაზე: არ ვენდობით "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნდობას არ იმსახურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კვლევა ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერაა ჩატარებული:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული [ორგანიზაციები] და აქ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ის და არც NDI-ის მიერ დაკვეთილი კვლევები“, - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, „როგორ განვითარდეს შემდეგი წლები ჩვენს ქვეყანაში“.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული გამოკვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM); გამოკვლევის კოორდინატორი იყო ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალიშაუსკინე.

მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდა 2021 წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, პირდაპირი ინტერვიუს გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG