Accessibility links

site logo site logo

მოქალაქეებმა გუდაურისკენ მიმავალი გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს


მოქალაქეების ნაწილმა გუდაურისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში ე.წ. გადმოსახედის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობენ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ადგილი, სადაც ისინი ვაჭრობდნენ, იჯარით კერძო პირმა აიღო, სწორედ ამის გამო ისინი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

რადიო თავისუფლება ზაგაშვილს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მიდიოდა.

"ეს ტერიტორია ტურისტულად დატვირთულია და არის თვითნებურად გახსნილი ბაზარი. ფასები არის კატასტროფული - ყავა ღირს 20 ლარი. ძალიან დიდი პროტესტია ტუროპერატორების მხრიდან და არის გარკვეული სამუშაოების ჩატარება - დახლების მოწყობა, პარკირების მოწყობა, ბიოტუალეტების დადგმა. ამისთვის საჭიროა კვირა-ნახევარი", - ამბობს მერი.

ზაგაშვილის თქმით, ვაჭრობა სტანდარტებში უნდა მოექცეს.

"[განახლების შემდეგ] იქ 60 დახლი შეიძლება ვერ დაიდგას, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ... საფასურს არ იხდიან, იყო ქაოსური მდგომარეობა. საჭიროა, დაიდოს მეიჯარესა და გამქირავებელს შორის დაიდოს ხელშეკრულება და აიღებენ ვალდებულებებს - დასუფთავების საკითხიც მოგვარდება და სხვა პრობლემებიც", - თქვა მერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG