Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დაიხურა მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული ორი ონლაინპუბლიკაცია


მიხაილ ხოდორკოვსკი

კრემლის კრიტიკოსთან, ემიგრაციაში მცხოვრებ მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებულმა ორმა ონლაინპუბლიკაციამ - „ღია მედიამ“ და „მბხ“-მ - 5 აგვისტოს გამოაცხადა, რომ წყვეტენ მოქმედებას მას შემდეგ, რაც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“ დაბლოკა საიტები.

„ღია მედიამ“ გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერში დაწერა. „მბხ“-ს დახურვის თაობაზე კი მისმა ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ვერონიკა კუცილომ ფეისბუკში გააკეთა განცხადება.

„როსკომნადზორის“ მიერ ხოდოკოვსკის მხარდაჭერით მოქმედი საიტების დაბლოკვა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ერთ-ერთი უკანასკნელი ნაბიჯია სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ.

საიტები 4 აგვისტოს დაიბლოკა. მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლებისგან არ მიუღიათ რაიმე შეტყობინება, თუ რატომ დაიბლოკა ისინი.

ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად მას შემდეგ, რაც ათი წელი გაატარა რუსეთის ციხეში. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ხელისუფლებამ მასზე შური იძია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური გამოწვევისთვის.

„ღია მედიამ“ განაცხადა, რომ „როსკომნადზორი“ მის ვებსაიტს მიიჩნევს რესურსად, რომელიც შეიცავს ამბოხებისა და ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG