Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები საქართველოსთან, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე - რუსეთის საგარეო უწყება


5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საკითხს შეეხო.

„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობის მშენებლობას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით“, - თქვა ბიკანტოვმა. მან დაამატა, რომ რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG