საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 907 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3780 შემთხვევა. როგორც ამ ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, ქვეყანაში ინფიცირებულთა 80%-ს აქვს ვირუსის დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდები და მძიმეა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.02%;
- ბოლო 7 დღის - 8.98%;
- ბოლო 14 დღის - 8.05%.
ბოლო დღე-ღამეში 2052-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 5 აგვისტოს აიცრა 19 067 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 583 647 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 182 915.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 440 353 შემთხვევა. მათგან 395 505 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6016 ადამიანი.