Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ხუთ-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ამერიკელ ინვესტორ მაიკლ კალვის


ამერიკელ ინვესტორს, საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებელს, მაიკლ კალვის მოსკოვის მეშჩანის რაიონულმა სასამართლომ ხუთ-ნახევარი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო კალვის ექვს კოლეგას, ფონდ „ბერინგ ვოსტოკისა“ და ბანკ „ვოსტოჩნის“ წამყვან მენეჯერებსა და პარტნიორებს 3-დან 5 წლამდე პირობითი პატიმრობა შეეფარდათ.

გამოსასწორებელი ვადის პირობებში კალვის ეკრძალება შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირობით პატიმრობაში მყოფ პირთა ზედამხედველი სახელმწიფოს სპეციალიზებული ორგანოს შეტყობინების გარეშე. სასამართლომ განაჩენის დროს იხელმძღვანელა შემამსუბუქებელი გარემოებებით და კალვის ქონება გაათავისუფლა პატიმრობისგან.

სასამართლოზე თავის ბოლო სიტყვაში კალვიმ განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები უდანაშაულოები არიან და მათ მსჯავრს სდებენ დანაშაულში, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ჩადენილი. როგორც ჟურნალისტებს უთხრა, კალვი ადვოკატების ჯგუფთან ერთად შეისწავლის განაჩენს და რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების თაობაზე.

კალვი და საინვესტიციო ფონდის სხვა მენეჯერები და თანამშრომლები მოსკოვში 2019 წლის თებერვალში დააკავეს ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, რასაც ყველა დაპატიმრებული უარყოფს.

რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ერთ-ერთი უძველესი საინვესტიციო ფონდის „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებლის დაპატიმრებამ პანიკა გამოიწვია მრავალ უცხოელ ინვესტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებში, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს პროკურატურისა და სასამართლოს მოტივაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG