Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი: ლიბანმა პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მისი ტერიტორიიდან ნასროლ რაკეტებზე


ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, თეირანი და ირანის მომხრე გასამხედროებული ჯგუფი ჰესბოლა ცდილობენ ლიბანის ჩართვას "ისრაელის საწინააღმდეგო ფრონტში", მაგრამ ლიბანის მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მისი ტერიტორიიდან გახსნილ სარაკეტო ცეცხლზე.

"ლიბანის სახელმწიფომ და ლიბანის არმიამ პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმაზე, თუ რა ხდება მათ უკანა ეზოში", - უთხრა ბენეტმა თავის მინისტრთა კაბინეტს 8 აგვისტოს. "ლიბანში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროსაც კი, ირანი და ჰესბოლა ლიბანის მოქალაქეებს ითრევენ ისრაელის საწინააღმდეგო ფრონტში", - თქვა მან.

ბენეტის განცხადებების ფონია ისრაელსა და ჰესბოლას შორის ძალადობის გაძლიერება ბოლო კვირის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG