Accessibility links

site logo site logo

კელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან


კელი დეგნანი

რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავის შესახებ ილაპარაკა ამერიკის შეერტებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. ის აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ საქართველო.

„ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული პერიოდია, წელიწადის ეს დრო, როდესაც ვიხსენებთ წარსულ ამბებს - რამდენი ადამიანის სიცოხლე დაიკარგა ომში და ეს პროცესები კვლავაც გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციულ გამყოფ საზღვართან. იმისათვის, რომ ამ საკითხების მოგვარების რაღაც იმედი გაჩნდეს, აუცილებელია, პროგრესის იმედი ჰქონდეთ ქართველებს. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ძალები საქართველოდან, მათ უნდა წაიღონ ამ რეგიონების ცნობა და გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რათა ყველას, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ დახმარების მიღების, რაც მათ სჭირდებათ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში იმყოფება.

წელს 2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. რუსეთი ამ დრომდე აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გავლებას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კი უკანონოდ აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 170 სამხედრო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 წლის წინ ომის დროს დაშავდა ან დაიჭრა 2232 ადამიანი, მათგან 1045 სამხედრო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG