Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასაცრელად Pfizer-ის ნახევარ მილიონზე მეტი ვაქცინა ჩაეშვა


საქართველოში ასაცრელად Pfizer-ის ​ნახევარ მილიონზე მეტი ვაქცინა ჩაეშვა. ვაქცინები მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია.

Pfizer-ზე რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ვაქცინაცია ნებადართულია ორსული ქალებისთვისაც.

გარდა ამისა, საქართველოში ხელმისაწვდომია კიდევ სამი ტიპის ვაქცინა, მათგან "ასტრაზენეკა" მხოლოდ 45 წელს გადაცილებული პირებისთვის.

ვაქცინებისთვის განსაზღვრული ადგილები [11:00 საათი] ბოლო მონაცემებით:

  • Pfizer - 514 377 დოზა;
  • Sinovac - 47 796 დოზა;
  • Sinopharm - 55 024 დოზა;
  • AstraZeneca - 20 643 დოზა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 10 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 664 997 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 204 234 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG