Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ვერ შევაგროვებთ ისეთ საწოლებს, რომელსაც ექიმი ვერ მოემსახურება, მასეთი სახლებშიც არის


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთათვის საჭირო საწოლების რაოდენობა ამოწურვადია. მისი თქმით, დამატებითი საწოლების მობილიზების შემთხვევაშიც კი სამედიცინო პერსონალი არ იქნება საკმარისი.

"ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ჩვენ დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც არის დაწესებული...

ჩვენ არა მარტო მეოთხე ტალღაზე, არამედ პირველი ტალღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ ეს რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს ბინაშიც, რომელსაც შეიძლება ექიმი ვერ მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმ შეუძლებელს, რაც დღევანდელი რესურსით საქართველოში შეუძლებელია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ახლა ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების კლინიკებში გადაყვანის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (13%), რომლის უფრო შემცირება შეუძლებელია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი პიკია - გამოვლენილია კორონავირუსის 5697 შემთხვევა და გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 54 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG