Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებული პაციენტები დერეფანში ეწვინათ


ბათუმის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული პაციენტები კლინიკის დერეფანში განთავსებულ საწოლებზე ეწვინათ. ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუდასტურა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.

"შესაძლოა, ეს იყო პაციენტის დროებითი დაყოვნება კონკრეტულ კლინიკაში შემდეგი საწოლების გათავისუფლებამდე", - ასე განმარტა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გავრცელებული ფოტოები.

ფოტო ბათუმის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაშია გადაღებული, სადაც ჩანს, კლინიკის დერეფანში განთავსებულ საწოლებზე როგორ წვანან კოვიდპაციენტები. ფოტოს ავტორის თქმით, კლინიკაში ადგილები გადატვირთულია. კლინიკაში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ამ საკითხზე არ საუბრობენ.

ნონა ეფაძის განმარტებით, რეგიონში თავისუფალი საწოლები კოვიდპაციენტებისთვის არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა მინიმუმამდეა დასული.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს აჭარაში 60 საწოლი იყო თავისუფალი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით მხოლოდ აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, საქართველოში კი 54. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მოვლენები Covid-ინფიცირების კუთხით ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG