Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში შესაძლებელი ხდება "ფაიზერის" ვაქცინით რეგისტრაციის გარეშე აცრაც


კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეები 14 აგვისტოდან აჭარაშიც შეძლებენ „ფაიზერის“ ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრას. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ხსნის ვაქცინაციის დიდ სივრცეს. მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ამ სივრცეში აცრას შეძლებენ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებითაც.

ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 905 ადამიანს. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, აჭარაში გაკეთებულია 79 741 აცრა.

მთლიანად საქართველოს მასშტაბით, მეორე დღეა 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი. ბოლო 24 საათში ჩატარებული 50 430 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5352 შემთხვევა. COVID-19-ით კიდევ 48 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა ივლისის ბოლოდან. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.

გასული დღის განმავლობაში, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 688 940 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 210 776. სამიზნე მაჩვენებელი დღეში სულ მცირე 25 000 აცრაა.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის" "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა "ფაიზერზეა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG