Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ახალი სინათლე მოჰფინა რუსი დაქირავებული მეომრების როლს ლიბიაში

ჟურნალისტურმა გამოძიებამ ახალი ნათელი მოჰფინა რუსი დაქირავებული მეომრების როლს ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, მათ შორის, სამხედრო დანაშაულებებსა და რუსეთის არმიასთან კავშირებს.

როგორც BBC-მ განაცხადა 11 აგვისტოს, სამხედრო კონტრაქტორების კომპანია Vagner Group-ის ერთ-ერთი წევრის მიერ 2020 წელს ტრიპოლის სამხრეთით, ბრძოლის ველზე დატოვებული Samsung-ის პლანშეტი შეიცავს ფრონტის ხაზის რუკებს რუსულ ენაზე.

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის მიხედვით, მან ასევე მოიპოვა შესასყიდი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის სია, რომელსაც 2020 წლის იანვრის დოკუმენტი შეიცავს.

მათში ნახსენებია ოთხი ტანკი, ასობით ავტომატი „კალაშნიკოვი“, რადარის სისტემა და სხვა აღჭურვილობა, რაც, ექსპერტების თქმით, მხოლოდ რუსეთის არმიის სამხედრო არსენალიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

BBC-ს მოჰყავს Vagner Group-თან დაკავშირებული საკითხების სპეციალისტის სიტყვები იმის თაობაზე, რომ შეიარაღების სია მიანიშნებს კავშირზე დმიტრი უტკინთან, რუსეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ჯგუფის დამაარსებელია.

მიიჩნევა, რომ Vagner Group-ს არაპირდაპირი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან და მას აკონტროლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინი.

XS
SM
MD
LG