Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდინფიცირებულებისთვის ამოქმედდა ახალი პორტალი


ამოქმედდა ახალი პორტალი er.moh.gov.ge, რომელზე დარეგისტრირებაც შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისთვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ, მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა, მეორეს მხრივ კი 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

ახალი პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი, გამოვლენილია კორონავირუსის 5128 შემთხვევა. 3310-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

საქართველოში ივლისის ბოლოდან მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ და გარდაცვალების მაჩვენებელმა. ეპიდემიის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა უმრავლესობას კორონავირუსის უფრო გადამდები და მძიმე „დელტა“ ვარიანტი აქვს.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 466 326 შემთხვევა. მათგან 412 420 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6279 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG