Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება ცოტნე კობერიძე


ცოტნე კობერიძე
ცოტნე კობერიძე

პარტიაში „გირჩი - მეტი თავისუფლება" დასრულდა პრაიმერიზი თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატურის გამოსავლენად. როგორც პარტია იუწყება, გაიმარჯვა ცოტნე კობერიძემ, ის იმედა კლდიაშვილს უპირისპირდებოდა.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატად დაასახელეს ელენე ხოშტარია. მაშინვე ითქვა, რომ პატრია „გირჩი მეტი - მეტი თავისუფლება" დაასახელებდა ვიცე-მერობის კანდიდატს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG