Accessibility links

site logo site logo

გერმანია ავღანეთში ჯარისკაცებს გზავნის ქაბულიდან ევაკუაციაში დასახმარებლად


გერმანია ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს, რათა ევაკუაციაში დაეხმაროს საკუთარ მოქალაქეებსა და ავღანელებს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ თალიბანის მხრიდან. ამის თაობაზე ორშაბათს განაცხადეს გერმანიის ბუნდესტაგთან ახლოს მყოფმა წყაროებმა.

მთავრობა პარლამენტისგან მოითხოვს ნებართვას, რომ „რამდენიმე ასეული ჯარისკაცი“ გაიგზავნოს ავღანეთში, განუცხადა წყარომ AFP-ს 16 აგვისტოს. ეს საკითხი კვირას განიხილეს კანცლერ ანგელა მერკელისა და საპარლამენტო ფრაქციათა ლიდერების შეხვედრაზე.

„საჭიროა ქაბულიდან "საჰაერო ხიდის" გახსნა, რათა ევაკუაციის საშუალება მიეცეთ ადგილობრივ თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალებს, ადამიანის უფლებების აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა თანამშრომლებს, სანამ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მთავრობის აზრით, დაახლოებით 2000 ადამიანს ესაჭიროება ევაკუაცია. შეიარაღებული ძალები ევაკუირებულ ხალხს ჩაიყვანენ ავღანეთის რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც ისინი სამოქალაქო რეისებით გაფრინდებიან გერმანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG