Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტში ევაკუაცია შეწყდა, ადამიანების დაღუპვის და ქაოსის ფონზე


შვიდი ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ცნობა ქაბულის აეროპორტიდან, რომელსაც ათასობით ავღანელი მიაწყდა, ქვეყანაში თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ ქვეყნის დატოვების სურვილით. ქვეყანას ტოვებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც ავღანეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდა.

ვაშინგტონში ელიან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლას ავღანეთში განვითარებული პროცესების შესახებ. პენტაგონმა 16 აგვისტოს გამოაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ორი ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ ისინი "ავისმომასწავებლად" იქნევდნენ იარაღს. კიდევ ხუთი ადამიანის სიკვდილის გარემოებები უცნობია, თუმცა აეროპორტიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ასობით ადამიანი, რომელიც მოძრავ თვითმფრინავში ასვლას ცდილობს. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედროებმა ჰაერში გამაფრთხილებლად ისროლეს, ამერიკელი დიპლომატების და საელჩოს თანამშრომლების გადამყვანი თვითმფრინავის გარშემო შეკრებილი ხალხის დაშლის მიზნით. აშშ-ის წარმომადგენლების თქმით, ისინი იძულებულნი იყვნენ აეროპორტი ცოტა ხნით დაეხურათ, წესრიგის აღდგენის და ხალხის გაყვანის მიზნით, რათა რეისების განახლება შესაძლებელი გამხდარიყო.

აეროპორტში შექმნილი ვითარებისგან განსხვავებით, ქაბულის ქუჩებში ძირითადად სიმშვიდეა, თალიბანის მეომრები პატრულირებენ. უსაფრთხოების მკაცრი ზომებით დაცული, ქაბულის დიპლომატიური "მწვანე ზონა" ცარიელდება, ქვეყნებს თავიანთი დიპლომატიური მისიები ქვეყნიდან გაყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG