Accessibility links

site logo site logo

საქართველოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 6208 ადამიანს. ეს თითქმის ორწლიანი ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ 24 საათში 47 872 ტესტი გაკეთდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 47 პაციენტი. 24 საათში 3539-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

17 აგვისტოს დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 763 აქტიური შემთხვევაა. მათ შორის:

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6965;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3481.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 17 აგვისტოსთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 12.97%;
  • ბოლო 7 დღის - 11.14%;
  • ბოლო 14 დღის - 10.63%.

გასული დღის განმავლობაში, 16 აგვისტოს აიცრა 25 083 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 831 815 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 245 207.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 490 462 შემთხვევა. მათგან 429 190 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 6483 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG