Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა - „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გირჩმა“ - საერთო კანდიდატები წარადგინა თბილისში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

მაჟორიტარ კანდიდატებს შორისაა ელენე ხოშტარია, პარტია „დროას“ ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა.

„დროადან“ კანდიდატები არიან:

  • გლდანი - ელენე ხოშტარია;
  • ვაკე - ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი - თამაზ ახობაძე.

„გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“ კანდიდატები არიან:

  • მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
  • საბურთალო - ბორის ყურუა;
  • დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი;
  • თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე.

„ევროპული საქართველოდან“ კანდიდატები არიან:

  • ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი - ბესო დონაძე;
  • სამგორი - დავით ჟღენტი.

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში საკუთარ კანდიდატებს არ ასახელებს. პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია წარდგენილია როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG