Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი ცდილობს, ერთობლივი მიდგომა შეიმუშაოს ავღანეთიდან მოსალოდნელი მიგრაციის საკითხში


ავღანეთის შესახებ საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში.

ევროკავშირის წარმომადგენლები გამოდიან მოწოდებით, ბლოკმა ერთობლივი მიდგომა შეიმუშაოს ავღანეთიდან მრავალრიცხოვანი მიგრანტების ტალღის საკითხში, რომელიც მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც თალიბანმა კვლავ დაიბრუნა ქვეყანაში ძალაუფლება.

მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა ქაბული დაიკავა და პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა, ევროპაში იზრდება შიში, რომ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა 2015 წლის მსგავსი კრიზისი გამოიწვიოს მიგრანტებთან დაკავშირებით.

17 აგვისტოს თალიბანის წარმომადგენლებმა საყოველთაო „ამნისტია“ გამოაცხადეს ყველა ავღანელისთვის. სამხედრო ავიაციამ განაახლა დიპლომატებისა და იმ სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რომლებიც თალიბანის შიშით გარბიან ქვეყნიდან. გუშინ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსი სუფევდა, რამაც ხელი შეუშალა ევაკუაციას.

17 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ნატოს ელჩები ბრიუსელში მართავენ საგანგებო შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ევაკუაციის გეგმას და ზოგად მდგომარეობას ავღანეთში.

შეხვედრამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის სხვა ქვეყნები შეთანხმდებიან „მყარ, კოორდინირებულ და ერთიან“ გეგმაზე, რათა მოუწესრიგებელ მიგრაციას წინ აღუდგნენ ჰარმონიზებული კრიტერიუმებით და, ამასთანავე, აჩვენონ ევროპული სოლიდარობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG