Accessibility links

site logo site logo

მმართველი პარტია დატოვა ყაზბეგში „ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილმა შალვა ელოშვილმა


შალვა ელოშვილი

შალვა ელოშვილმა, რომელიც 30 ივლისს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დაასახელა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად, მმართველი პარტია დატოვა.

ელოშვილი „ფეისბუკის" პირად გვერდზე აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას".

„პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს. ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, "ქართული ოცნების" ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში", - წერს ელოშვილი.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ის გუნდთან ერთად ტოვებს „ქართულ ოცნებას" და ბრძოლას გააგრძელებს ხევის სახელით.

შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG