Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ავღანეთის ვითარებას განიხილავენ


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დუშანბეში 2021 წლის 19 მაისს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დუშანბეში 2021 წლის 19 მაისს.

საერთაშორისო ალიანსებმა, რომლებშიც რუსეთია გაერთიანებული, ყურადღება მიაპყრეს მოვლენების განვითარებას ქაბულში - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ლიდერები შესახვედრად ემზადებიან, ხოლო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების გზებს ეძებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევთან შეხვედრის გახსნისას 21 აგვისტოს, განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ამ კვირაში ჩაატარებს ვიდეოკონფერენციას და განიხილავს ვითარებას ავღანეთში ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნების შემდეგ.

„რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ახლა, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელთაც ახლა აქვთ ადგილი ავღანეთში“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ 23 აგვისტოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეკრება შესაძლებლობა იქნება ლიდერებისთვის, ერთმანეთს შეადარონ თავიანთი მოსაზრებები.

დუშანბეს კონფერენციის კულუარებში, რომელიც ეძღვნება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-20 წლისთავს, და რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი და ცენტრალური აზიის ოთხი ქვეყანა შედის - შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, რაშიდ ალიმოვმა, ტასს განუცხადა, რომ თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შედეგები მეტ მოქმედებას მოითხოვს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციების მზარდი აქტივობა და რეგიონული სტაბილურობის პოტენციური საფრთხეები ქმნის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაეროსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ახალ დონემდე აყვანის საჭიროებას“, - განაცხადა ალიმოვმა.

XS
SM
MD
LG