Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინი და არაბთა საამიროები ავღანეთიდან ევაკუირებულებს დახმარებას სთავაზობენ

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ გახსნის თავის აეროპორტებს ფრენებისთვის ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დროებით მიიღებს ავღანელ ლტოლვილებს, რადგან ევაკუირებულთათვის განკუთვნილი სივრცეები, რომელიც აშშ-ს ეკუთვნის კატარში, გაივსო.

21 აგვისტოს ეს განცხადებები გაკეთდა ერთ დღეში მას მერე, რაც საევაკუაციო ფრენები დროებით შეჩერდა, რათა დანიშნულების და სატრანზიტო პუნქტებს საშუალება ჰქონოდათ ჩამომსვლელთა დიდი რაოდენობა მიეღოთ.

კატარის ობიექტები სწრაფად გაივსო, როცა ვაშინგტონი ჩქარობდა, დადგენილ ვადაში მოესწრო აშშ-ის ჯარების, უცხოელების და მოკავშირე ავღანელი მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანა 31 აგვისტოსთვის.

ბაჰრეინმა 21 აგვისტოს განაცხადა, რომ ის "უფლებას აძლევს ფრენებს, გამოიყენონ ბაჰრეინის სატრანზიტო სივრცე", ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ მიიღებს 5000-მდე ავღანელს "მათ სხვა ქვეყნებში გამგზავრებამდე".

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, თქმით, ათეულზე მეტი ქვეყანა თანახმაა, მიიღოს საფრთხის ქვეშ მყოფი ავღანელები დროებით მაინც, ხოლო კიდევ ათეული ქვეყანა თანახმაა, რომ იყოს სატრანზიტო პუნქტი ევაკუირებულთათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, სატელევიზიო მიმართვისას 20 აგვისტოს განაცხადა, რომ 14 აგვისტოს შემდეგ, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ თალიბანის ძალები დაიპყრობდნენ ხელისუფლებას, დაახლოებით 13 000 ადამიანი იქნა გადმოყვანილი ავღანეთიდან.

ბაიდენმა განაცხადა, რომ 18 000-ზე მეტი ადამიანი საჰაერო საშუალებით იქნა გადმოყვანილი გასულ თვეში, და კიდევ ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა კერძო ჩარტერული ფრენებით, რომლებიც "აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა".

XS
SM
MD
LG