Accessibility links

site logo site logo

მასობრივი  ევაკუაციების ფონზე, აშშ აფრთხილებს მოქალაქეებს, მარტო არ იმგზავრონ ქაბულის აეროპორტამდე


21 აგვისტოს, ავღანეთში, ათობით ათასი ადამიანი ნერვიულად ეელოდებოდა, შესრულდებოდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ახალი დაპირება ყველა ამერიკელისა და ყველა, დასავლეთის სტრუქტურებთან თანამშრომლობაში მყოფი, ავღანელის ევაკუაციის შესახებ.

21 აგვისტოს აშშ-ის საელჩომ თავის ახალ გაფრთხილებაში მოქალაქეებს მოუწოდა, არ წასულიყვნენ ქაბულის აეროპორტში "აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელის მხრიდან ინდივიდუალური მითითების გარეშე".

გაფრთხილებაში საუბარი იყო პოტენციურ საფრთხეებზე აეროპორტის გარეთ. ამ დროს ავღანელების დიდი ჯგუფები, რომლებსაც ხელში საბუთები ჰქონდათ, რჩებოდნენ ბეტონის ბარიერების და ეკლიანი მავთულხლართების მიღმა, რომელიც ქაბულის აეროპორტს არტყამს გარს.

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ გახსნის თავის აეროპორტებს ფრენებისთვის ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხისთვის, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დროებით მიიღებს ავღანელ ლტოლვილებს, რადგან ევაკუირებულთათვის განკუთვნილი სივრცეები, რომელიც აშშ-ს ეკუთვნის ყატარში, გაივსო.

შეერთებული შტატების ობიექტები ალ-უდეიდის ავიაბაზაზე ყატარში სწრაფად გაივსო, რადგან ვაშინგტონი ჩქარობდა, დადგენილ ვადამდე მოესწრო აშშ-ის ჯარების, უცხოელების და მოკავშირე ავღანელი მოქალაქეების გამოყვანა ავღანეთიდან 31 აგვისტომდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG