Accessibility links

site logo site logo

მერკელმა კიევში განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზი არ უნდა იყოს "გეოპოლიტიკური იარაღი"


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზი არასდროს უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი, და მხარი დაუჭირა უკრაინასთან ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმების გახანგრძლივებას, როცა მას ვადა ამოეწურება 2024-ში.

მერკელმა ეს განცხადებები კიევში, 22 აგვისტოს გააკეთა პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.

მერკელმა თავისი ბოლო ვიზიტი გამართა უკრაინაში, გერმანიაში მომავალი თვის არჩევნების წინ, როცა ის თანამდებობას დატოვებს.

მისი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში შედგა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, მოსკოვში შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ.

მერკელს აკრიტიკებდნენ ბუნებრივი გაზის მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მხარდაჭერის გამო, რომელიც, კიევის, ვაშინგტონისა და სხვების აზრით, არა მხოლოდ გააძლიერებს მოსკოვის ენერგეტიკულ გავლენას ევროპაზე, არამედ შეუწყვეტს უკრაინას რუსეთის გაზის ტრანზიტით მიღებულ შემოსავალს.

პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე ბუნდოვანი იყო. მან განაცხადა, რომ სურს, გაიგოს, რას მიიღებს უკრაინა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას ვადა გაუვა 2024-ში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG