Accessibility links

site logo site logo

ქაბულის აეროპორტის მახლობლად ქუჩები ათასობით ავღანელმა გაავსო, უცხოეთის  ქვეყნები ევაკუაციას აძლიერებენ


ავღანეთის დატოვების მოლოდინში მყოფი ხალხი ქაბულის აეროპორტთან

ათობით ათასი ავღანელით კვლავაც გადავსებულია ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალი გზები, მაშინ როცა თალიბანის მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს ჰაერში და ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ხალხის ბრბო, რომელიც ქვეყნიდან გაქცევას ლამობს.

მაშინ, როცა თალიბანი ქაბულზე თავისი კონტროლის განმტკიცებას და მართლწესრიგის დამყარებას ცდილობს, დაჯგუფება გამოწვევას წააწყდა ჩრდილოეთის რეგიონში მებრძოლთა მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ, აღიარონ თალიბანის ძალაუფლება.

ტელეარხმა "ალ-არაბიამ" 22 აგვისტოს მოიყვანა აჰმად შაჰ მასუდის - 1980-იან წლებში ქვეყნის ანტი-საბჭოთა წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის - ვაჟის სიტყვების იმის შესახებ, რომ ის თალიბანს არ დაანებებს თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, აჰმად მასუდმა ასევე მოწოდება გააკეთა ყოვლისმომცველი მთავრობის შექმნის შესახებ, რომელშიც თალიბანიც მიიღებს მონაწილეობას. და მან გააფრთხილება გამოთქვა, რომ ომი "გარდაუვალი" იქნება, თუ ამბოხებულები უარს იტყვიან დიალოგზე.

ქაოსი ქაბულის აეროპორტის გარეთ 22 აგვისტოს, ერთი დღის შემდეგ ატყდა მას მერე, რაც გადმოცემის თანახმად, შვიდი ავღანელი იქნა მოკლული ბრიტანელი სამხედროების მიერ ჭყლეტისას აეროპორტის სიახლოვეს.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა გასული შვიდი დღის განმავლობაში აეროპორტსა და მის გარშემო. ზოგიერთი სროლის შედეგად გარდაიცვალა, ზოგიერთი კი - ბრბოში, ჭყლეტაში.

აშშ-ის ათასობით საზღვაო ქვეითი სამხედრო იცავდა აეროპორტის ნაწილს და მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა ხალხის ბრბო და არ მიეშვა ასაფრენ ბილიკებამდე მაშინ, როცა აფრინდებოდნენ სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომლებსაც უცხოელებიც მიჰყავდათ და ავღანელებიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-მა 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტიდან 28 ათასის ევაკუაცია მოახდინა, მათგან 11 ათასის გამომგზავრება მოხდა შაბათ-კვრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG