Accessibility links

site logo site logo

ზელენსკიმ ღარიბაშვილი დააჯილდოვა პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“


ირაკლი ღარიბაშვილი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 23 აგვისტოს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG