Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის კიევში არაფორმალური შეხვედრა გაიმართა


ირაკლი ღარიბაშვილი, შარლ მიშელი.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის ცნობით, კიევში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

ღარიბაშვილი და მიშელი ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება.

„ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

კიევში ღარიბაშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG